Accentnews.ge
პრეზიდენტი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ სტატუსი არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, მას თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, სწორედ არჩევნებზეც

პრეზიდენტი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ სტატუსი არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, მას თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, სწორედ არჩევნებზეც

10/11/2023 09:00:51 პოლიტიკა

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გზავნილი: ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, სწორედ არჩევნებზეც - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ფრანს ინფოსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნამდვილი, ევროპული მომავალი გადაწყდება.

„მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S