Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

Edison Research: გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

10/11/2023 10:26:45 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, 44% კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S