როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
10/11/2023 13:27:25 პოლიტიკა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- "ქართული ოცნება" - 37%
- "ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%
- "საქართველოსთვის" - 9%
- "ლელო" - 5%
- "გირჩი/დროა" - 4%
- "ლეიბორისტული პარტია" - 4%
- "ხალხისთვის" - 4%
- "გირჩი (იაგო ხვიჩია)" - 4%
- "ალტ-ინფო" - 3%
- "ხალხის ძალა "- 3%
- "მოქალაქეები" - 3%
- "პატრიოტთა ალიანსი" - 3%
- "ევროპული საქართველო" - 1%
- სხვა - 1%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.


