საქართველოს პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა
10/11/2023 15:51:30 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის − ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის − ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობს ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.
ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.


