პოლონეთში ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
10/11/2023 16:09:07 პოლიტიკა
პოლონეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციის შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ჩვენ მზად ვართ, მოვახდინოთ კოალიციური შეთანხმების ტექსტის პარაფირება, რომელიც მოგვცემს სახელმძღვანელოების კომპლექტს და რეკომენდაციებს ჩვენი სამუშაოსთვის, როგორც კი პრეზიდენტისგან ამის შესაძლებლობას მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, დონალდ ტუსკმა.
პოლონეთში კოალიციას შექმნიან პარტიები: „სამოქალაქო კოალიცია“, „პოლონეთი 2050“, „პოლონეთის სახალხო პარტია“ და „ახალი მემარცხენეები“. მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიებმა ერთობლივად უმრავლესობა მოიპოვეს.
7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის, დაავალა.
მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ არ აქვს მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა. მორავიეცკის კოალიციისათვის მოუწევს სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მორავიეცკის სჭირდება მინიმუმ 231 დეპუტატის მხარდაჭერა, ამჟამად მას მხოლოდ 194 დეპუტატი უჭერს მხარს.
მორავიეცკიმ, რომელიც 2017 წლიდან არის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ორი კვირის განმავლობაში უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა. წარუმატებლობის შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის შექმნის უფლებას პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი მიიღებს.


