Accentnews.ge
ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც სხვა ქვეყნებს

ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც სხვა ქვეყნებს

10/11/2023 16:41:17 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც სხვა ქვეყნებს. ამის შესახებ მან "პარიზის მშვიდობის" ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით "მულტიკრიზისებიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა 6 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და მეორე თანამოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

მისივე თქმით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს საკუთარი ფლოტისთვის.

„ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია და ქართველებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, "ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება და რჩება იმპერიულ ძალად, რასაც უკვე დასავლეთიც მიხვდა".

„სთხოვეთ ნებისმიერ რუსს, დახაზოს თავისი ქვეყნის რუკა. ზოგი შეიყვანს უკრაინას, ზოგი - საქართველოს, ზოგიც – სხვა ქვეყანას. მათ არ იციან [სად გადის საზღვრები] და ჩვენი და ევროკავშირის ვალია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთმა ეს გაიგოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, "როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება, ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რაც იქნება მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობისა დასაწყისი, რაც აუცილებლობაა".

მისი თქმით, ქართველების უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა უსაფრთხოების გამო.

პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S