Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ ეკონომიკური განვითარების მთავარი დაბრკოლება განათლების დაბალი დონეა

Edison Research: გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ ეკონომიკური განვითარების მთავარი დაბრკოლება განათლების დაბალი დონეა

10/11/2023 17:50:41 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი დაბრკოლება - განათლების დაბალი დონეა.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, რა არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი დაბრკოლება, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • განათლების დაბალი დონე - 30%
  • რუსეთის ჩარევა საქართველოს საკითხებში - 25%
  • კორუფცია - 25%
  • ოპოზიციური პარტიები - 11%
  • დასავლეთის ჩარევა საქართველოს საკითხებში - 6%
  • რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციები - 3%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S