Accentnews.ge
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე

13/11/2023 08:47:40 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვით, გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იკრძალება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება. საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალული იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S