Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: "ნაციონალური მოძრაობის" ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არშემოშვება ხელისუფლების სისუსტისა და შიშის დემონსტრირებაა

პაატა მანჯგალაძე: "ნაციონალური მოძრაობის" ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არშემოშვება ხელისუფლების სისუსტისა და შიშის დემონსტრირებაა

13/11/2023 08:56:52 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არშემოშვება ხელისუფლების სისუსტისა და შიშის დემონსტრირებაა.

მისივე თქმით, ბრიტანელი კონსულტანტის არ შემოშვებით არაფერი იცვლება და „გამარჯვების კოალიცია“ ბრძოლას ჩვეულ ტემპში გააგრძელებს.

„შეშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” გუშინ საზღვარზე არ შემოუშვა „გამარჯვების კოალიციის” კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი. მაშინ როდესაც ათასი რჯულის საქართველოს მტრებს, პროპაგანდისტებს, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს არანაირ წინაღობას არ უქმნიან და ისე შემოჰყავთ საქართველოში. ბრიტანელი კონსულტანტის, ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის, ინგლისის პრემიერ-მინისტრების საარჩევნო კამპანიისა და ავსტრალიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის კონსულტანტის არ შემოშვება საქართველოში არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ კიდევ უფრო დამფრთხალი და შეშინებულია, რადგან ეს გზავნილი ხალხმა გაიგო, როგორც რუსეთის ინტერესის დამარცხება და ხალხის გამარჯვება საქართველოში. “გამარჯვების კოალიციისთვის” ამით არაფერი იცვლება და ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S