კახა კალაძე – სერგეი ლავროვის განცხადებაზე: "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია"
13/11/2023 09:27:04 პოლიტიკა
"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო ახლაც და მომავალშიც ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, "ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს?", კალაძემ შემდეგი განაცხადა:
„მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“.
ცნობისთვის: სერგეი ლავროვმა გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა:
“ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.


