ლატვიის პრემიერი: ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები
13/11/2023 11:16:01 პოლიტიკა
ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინშის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცის შემდეგ საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები.
მისი თქმით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
"ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, მაგრამ ასევე საინტერესოა საქართველოს მთავრობის მოსმენა, მთავრობამ დააჩქარა მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით და, ვფიქრობ, ეს კარგია. მე ძლიერად ვუჭერ მხარს, რომ საქართველოს მისამართით გაიცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, კარინშიმ.


