ბრიტანეთის ელჩი: რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე, ხელს შეუწყობს მას NATO-სკენ მიმავალ გზაზეც
13/11/2023 12:38:39 პოლიტიკა
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე, მას ხელს შეუწყობს NATO-სკენ მიმავალ გზაზეც.
მისი თქმით, როგორც ევროკავშირი მოითხოვს შემდგომ პროგრესს რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე არის NATO–ც.
"საქართველოს ნამდვილად აქვს NATO-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა. ალიანსმა 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე განაცხადა, საქართველო NATO-ს წევრი გახდება. გაერთიანებული სამეფო ამას მტკიცედ უჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან კარგად არის ჩართული ალიანსში, მაგრამ საქმე არ ეხება მხოლოდ სამხედრო თავსებადობას, NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, როგორც ევროკავშირი მოითხოვს შემდგომ პროგრესს რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე არის NATO–ც. რეფორმების ეს პროცესი ერთმანეთს ემთხვევა. ასე რომ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე, ხელს შეუწყობს მას NATO-სკენ მიმავალ გზაზეც“, - აღნიშნა ელჩმა.


