სალომე სამადაშვილი: "დარწმუნებული ვარ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ"
14/11/2023 08:31:22 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებული, "2024 წლისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დაასრულებენ".
„მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება", საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო შეთანხმება მათ შორის, მიშელის დოკუმენტით, რომლიდანაც „ქართული ოცნება" გავიდა და არ გამიკვირდება, არც ეს პირობა არ შეასრულოს. მთავარი არის არა ბარიერის დაწევის საკითხი, არამედ იმ პოლიტიკური ფორმულის მოძებნა, რომელიც შეცვლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას”, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მე დარწმუნებული ვარ, იმ საზოგადოებრივი განწყობის ფონზე, რამდენი გაყალბებული შედეგიც არ უნდა გამოაქვეყნოს „ქართულმა ოცნებამ“ და თავის დამშვიდებას შეეცადოს, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების 70% ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5%–ზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და "ლელოსთვის" ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი”, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, "იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს".


