ელისო ბოლქვაძე: ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები, ეს გართობის თემა არ არის, ეს არის ცნობიერების ამაღლება
14/11/2023 08:50:47 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის.
"ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები", – ასე უპასუხა მან ოპოზიციონერ კოლეგა რომან გოცირიძეს, რომელმაც ბიუროს მიმართა, განიხილონ, როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე – ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.
საპასუხოდ ბოლქვაძემ შემდეგი განაცხადა:
„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“.


