ირაკლი ზარქუა: 2024 წელს დიდი უმრავლესობით მოვალთ
14/11/2023 08:58:19 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მმართველი ძალა 2024 წლისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებს.
"გორბის“ კვლევა რაც ჩატარდა, სადაც 55% აქვს "ქართულ ოცნება", რომ იცოდეთ, ჩატარდა კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე. ახლა წარმოგიდგენიათ, დღეს რომ ჩაატარო, სადაც იცით, რომ „ქართული ოცნების“ რეფორმებმა შედეგები მოგვცა, 60 %-მდე ადის. დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წლის არჩევნებზე და არანაირი კოალიცია არ იქნება. ამის საფუძველი არ არის, თუმცა ამას წყვეტს საზოგადოება“, - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.


