Accentnews.ge
არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნას სთავაზობს

არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნას სთავაზობს

14/11/2023 09:57:04 პოლიტიკა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას სთავაზობს, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ ახვლედიანმა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს გამართულად და მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად, საჭიროა შეთანხმება. ვერც სტატუსი და ვერც კონსტიტუციაში არაერთი ჩანაწერი, თუნდაც საუკეთესო საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს (გვაქვს ამის პრაქტიკა და გამოცდილება) არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ამას სჭირდება ნება, უპირველესად მმართველი პარტიის. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ სწორედ მმართველმა ძალამ გადადგას პირველი ნაბიჯები და მიუხედავად იმისა, რამდენად მიუღებელია მისთვის ოპოზიცია ან მისი ცალკეული ნაწილები, მოახერხოს და სახელმწიფოებრივი ამოცანებიდან გამომდინარე, დაიწყოს კონკრეტული გეგმის რეალიზება, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან არჩევნებამდე. ევროპამ, დასავლეთმა ახლა სწორედ უკრაინაში ომის გამო გამოიხედა ჩვენკენ. ისე ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთი თამაზ გინტური ჰყოლია საქართველოს და რეალურად, ათწლეულების განმავლობაში მიზეზი ესაა - ჩვენი ევროპული არჩევანი და ის, რომ ჩვენკენ იმზირება დასავლეთი. მაგრამ დღეს ჩვენ წარსული დამსახურებების გამო არავინ გაგვიღებს კარს, რაც მთავარია, თუ არ აღდგა საზოგადოების ნდობა ხელისუფლების და არჩევნების მიმართ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ამიტომ, გთავაზობთ, შეიქმნას თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, დაწესდეს ამაზე მონიტორინგი არა მხოლოდ საპარლამენტო ძალების მხრიდან“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S