Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "გახსოვთ ენმ–ის პროვოკაციები კირბალის თემაზე, მისი საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე მოკლეს"

ირაკლი კობახიძე: "გახსოვთ ენმ–ის პროვოკაციები კირბალის თემაზე, მისი საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე მოკლეს"

14/11/2023 10:25:54 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კირბალში „აგრესორების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა არის „ნაცმოძრაობის პროვოკაციების საბოლოო შედეგი”.

მან მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

„ოპოზიციამ გუშინ ბიუროზე დაარეგისტრირა ინიციატივა იმის თაობაზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა გაფართოვდეს თუ არა და გინტურის მკვლელები უნდა დაემატოს თუ არა სიას, ამ მიმართულებით და დეოკუპაციაზე იქნება თუ არა პარტნიორებთან მუშაობა და „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თუ არა. ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პრინციპულ პოზიციას ვაფიქსირებთ. გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან. გვაცალონ ასეთი პოლიტიკის წარმოება, ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა. პროვოკაციებს რაც შეეხება, ძალიან მკაცრად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, პროვოკაციისგან თავი შეიკავონ. გახსოვთ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალის, მერეთის თემას და ასე შემდეგ. პროვოკაციების საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც მათ დიდ მასშტაბში სურთ. მათ სურთ უფრო მსხვილი პროვოკაციებით მივიდეთ მეორე ფრონტამდე და რაც მოხდა კირბალში, საბოლოო ჯამში, ეს არის მინიმოდელი. ერთი პროვოკაცია, მეორე, მესამე – კაცი დაიღუპა, აგრესორებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს":

„ჩვენს პოზიციას რაც შეეხება ოკუპაციასთან, აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ასე შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S