Accentnews.ge
ნაუსედა: ევროკავშირის ინსტიტუციურმა რეფორმებმა მისი გაფართოება არ უნდა შეანელოს

ნაუსედა: ევროკავშირის ინსტიტუციურმა რეფორმებმა მისი გაფართოება არ უნდა შეანელოს

14/11/2023 12:23:23 პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუციურმა რეფორმებმა მისი გაფართოება არ უნდა შეანელოს.

„ევროკავშირის გაფართოების პროცესის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯერ გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებაზე უნდა მივიღოთ, შემდეგ კი ვისაუბროთ მის ინსტიტუციურ რეფორმებზე“, - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, ვროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, ასევე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ევროკავშირის გაფართოება არის კონტინენტის გაერთიანებისა და გაძლიერების შესაძლებლობა. ევროკავშირის გაფართოების წარმატებული ახალი ეტაპი, 2004 წლის შემდეგ, შიდა ბაზრის უდიდეს ზრდას გამოიწვევს“, - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S