Accentnews.ge
ჰერჩინსკი: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება ევროკავშირისთვის საკვანძოა, ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ჰერჩინსკი: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება ევროკავშირისთვის საკვანძოა, ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

16/11/2023 07:40:50 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დღეს მიმართვით ეხმიანება და ამ კონტექსტში ევროკავშირის ღირებულებებზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას.

"16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ტოლერანტობას და მრავალფეროვნებას ვზეიმობთ. ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს გზაზე ამ ღირებულებების წინ წაწევის მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება",– ამბობს ელჩი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S