Accentnews.ge
საპროცედურო კომიტეტმა სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

16/11/2023 08:14:21 პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შესაბამისი გაცხადებით კომიტეტს დავით სერგეენკომ წერილობით თავად მიმართა.

დეპუტატმა პარლამენტს 27 ოქტომბერს მიმართა. საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.

ცნობისთვის: სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, თუმცა უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება "ჩააგდო" და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

სერგეენკო იმ ერთეულ სახელისუფლებო დეპუტატთა შორის იყო, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S