Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

16/11/2023 12:04:03 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა ხელმძღვანელობს.

"შეხვედრაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების უწყვეტ გაძლიერებას.

პრეზიდენტმა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განვითარების შესაძლებლობას.

შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები და ამ კუთხით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ევროპული ინსტიტუტების ჩართულობა", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S