Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს, თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს

ზელენსკი: რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს, თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს

16/11/2023 15:30:31 პოლიტიკა

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , - ამის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

“რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად - კერძოდ, სირიაში… ყირიმის მიტაცებით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინაში მთელი ევროპის წინააღმდეგ… 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით რუსეთმა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გარდაქმნა სცადა, და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. აგრესორს ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტებისა და საერქსპორტო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურება სჭირდებოდა, რათა სურსათის გლობალური ბაზარი გაენადგურებინა და ამით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ახალი ქაოტური აფეთქებები გამოეწვია",– თქვა ზელენსკიმ.

ამჟამად, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება, ახლა ინიციატივა უკრაინას აქვს და "დაბნეული მტერი ცდილობს, მისი საბრძოლო გემები დამალოს":

"პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა - უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს – რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვა გამოიყენოს პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს".

მან მადლობა გადაუხადა ყველა ლიდერს, სახელმწიფოსა და ხალხს, "ვისი ქმედებებიც ეხმარება საერთაშორისო წესრიგის დაცვას და მსოფლიოსთვის მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია მოაქვს":

"მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და მოლდოვას - გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და კავკასიაში ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტ გარანტიას შექმნის”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S