Accentnews.ge
ვენეციის კომისიის მდივანი: საჭიროა სისტემური მიდგომა, არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ

ვენეციის კომისიის მდივანი: საჭიროა სისტემური მიდგომა, არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ

16/11/2023 16:36:30 პოლიტიკა

ვენეციის კომისიის მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა საქართველოში გამართული სეხვედრების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა სივრცეში.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას “დეოლიგარქიზაციას” არ ვუწოდებთ, ჩვენთვის ეს ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების საჯარო სივრცეში ფულის არსებობის პრობლემაა… და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფული დემოკრატიულ პროცესს აზიანებს.[...]

ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფულის არასათანადო გავლენის პრობლემა არ უნდა იქნას მოგვარებული კანონებში, რომლებიც ადამიანებს იღებს სამიზნეში. ეს ასე არ მუშაობს. მივიჩნიეთ, რომ ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება და არ შეესაბამება ძალაუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპებს. ასე რომ ვთქვით, რომ პრობლემას ასე არ უნდა გაუმკლავდეთ. ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. ინდივიდუალური კანონები და კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებს იღებს სამიზნეში - ამის მოგვარების გზა არაა. სამი კანონიდან - უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოში - საქართველოსა და მოლდოვაში კანონპროექტები მიტოვებულ იქნა და უკრაინაში მისი განხორციელება არ ხდება. სამაგიეროდ ხდება სტრატეგიების, სისტემური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც რამდენიმე სივრცეს ეხებიან. ასეთი სამოქმედო გეგმაა აქ და მგონი მოლდოვაშიც",– თქვა მან და დასძინა, რომ ვენეციის კომისია სამართლებრივ ტექსტებს აფასებს და არა სამოქმედო გეგმებს, რომელიც კანონი არაა. შესაბამისად, კომისია არ შეაფასებს სამოქმედო გეგმას,"ეს არ ნიშნავს, რომ ის მოგვწონს ან არ მოგვწონს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S