Accentnews.ge
პრეზიდენტი: ევროინტეგრაციის პროცესიდან უკან დახევა საქართველოს დამთავრებაა! ჩვენ წინ მივდივართ!

პრეზიდენტი: ევროინტეგრაციის პროცესიდან უკან დახევა საქართველოს დამთავრებაა! ჩვენ წინ მივდივართ!

16/11/2023 18:44:23 პოლიტიკა

ხელმოწერების კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას!“, რომელიც საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს, გრძელდება. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც კამპანიას შეურთდნენ.

დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ევროინტეგრაციის პროცესი არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზა. შეიძლება, ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს. აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე, რომ ჩვენ წინ მივდივართ! პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, - თქვა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S