Accentnews.ge
ზურაბიშვილი – ივანიშვილზე: ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში მან შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა

ზურაბიშვილი – ივანიშვილზე: ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში მან შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა

17/11/2023 07:32:09 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირისაკენ ქვეყნის გზის დაჩქარებაში უარყოფითი როლი ითამაშა. ამის შესახებ მან Le Monde-ს განუცხადა.

კითხვაზე, "მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დადებით რეკომენდაციაში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნა. თქვენც ასე ფიქრობთ?", პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:

"მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროლავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე".

კითხვაზე, ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რაში სდებს ახლა ის ბრალს ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი, ალბათ, იმაში ადანაშაულებს, რომ მის ხელში არაა.

„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.

ასევე, პრეზიდენტის თქმით, თითქმის სამი წელია ივანიშვილთან კონტაქტი არ ჰქონია:

„ორ წელიწად ნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S