Accentnews.ge
მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივამედში“

მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივამედში“

17/11/2023 09:25:01 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, კლინიკა „ვივამედში” მიუჯდება მას გვერდით.

„რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს. მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული, საზოგადოება დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობით, ქონების მოსპობით, ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და მიუჯდება რეალურად „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის მისი განცხადება მუქარა, მაჭარაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"მიუჯდება „ვივამედში“ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად როგორც ჩანს, აიღებს მთელ პასუხისმგებლობას, რაც ჩაუდენია პატიმარ სააკაშვილს. ქართულ საზოგადოებას რა დამოკიდებულება გააჩნია სააკაშვილთან დაკავშირებით, კარგად იცით“.

Le Monde–სთან ინტერვიუში ზურაბიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა მესამე პრეზიდენტის შეწყალებას. საპასუხოდ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "იგი [სააკაშვილი] უკეთ არის. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S