Accentnews.ge
სარჯველაძემ იუსტიციის სამინისტროს "რეფოემების მთავარი სამჭედლო" უწოდა

სარჯველაძემ იუსტიციის სამინისტროს "რეფოემების მთავარი სამჭედლო" უწოდა

17/11/2023 16:26:03 პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის სამინისტროს "რეფოემების მთავარი სამჭედლო" უწოდა.

"ეს ის სამინისტროა [იუსტიციის], რომელთანაც ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. უპირველესად, მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრისა და ყველა მათგანის მიმართ, ვინც აქ ბრძანდებით. მინდა, იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ევროპულ მომავალს რეალურად ქმნის. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც დღეს წარმატებით უძღვება. ეს სამინისტრო წარმატებულად ოპერირებს და ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას ვუსურვებ",– ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, რომელსაც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოუსმინეს.

პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულება, მათ შორის სასამართლო რეფორმა ერთ–ერთ საკვანძო პრობლემად ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S