Accentnews.ge
დანიგანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს

დანიგანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს

17/11/2023 17:20:02 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"არჩევნები დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა მოქალაქეს უნდა სჯეროდეს იმის, რომ მათი ხმა სწორად დაითვლება და შეუძლიათ, თავისი ლიდერები აირჩიონ [...] განსაკუთრებით, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ეუთოს სადამკვირვებლო მისიაშიც შევიტანთ წვლილს",– თქვა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S