Accentnews.ge
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ისრაელი - „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ისრაელი - „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა

20/11/2023 05:57:15 მსოფლიო

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა.

48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი - დაკავებულია.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების ან დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S