Accentnews.ge
"მოზაიკა": თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს გორის მერი რუსეთში წავიდა

"მოზაიკა": თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს გორის მერი რუსეთში წავიდა

20/11/2023 06:04:49 პოლიტიკა

თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს გორის მერი რუსეთში წავიდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქვეყანა ავტომობილით დატოვა, იქამდე კი სამსახურში ერთ დღიანი შვებულება აიღო, – იუწყება გამოცემა "მოზაიკა".

"სამსახურში დაბრუნდა 14 ნოემბერს. 13 ნოემბერს შვებულება ჰქონდა", – განუცხადეს გამოცემას მერიაში.

"სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეგობრის ანატოლი ავაზნელის დაბადების დღის ვიდეოები გავრცელდა – 12 ნოემბერს გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 50 წლის იუბილეს ავაზნელი რუსეთში, მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. სტუმრებს შორის გორელების ყოფნა უკვე დადასტურდა.

სწორედ ანატოლი ავაზნელის დაბადების დღეს ემთხვევა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საქართველოდან გასვლაც, თუმცა ამ დრომდე, გორის მერი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს", – იტყობინება გამოცემა.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S