Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, კაცი მოგვიკლეს

ირაკლი კობახიძე: ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, კაცი მოგვიკლეს

20/11/2023 12:09:17 პოლიტიკა

ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს, ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, თამაზ გინტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.

„პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ ქაცარავამ და სხვა „ნაციონალებმა“, ეს არის ჩემი მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ „ნაციონალებმა“ შემოხაზეს ის ე.წ. საზღვრები, რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ. არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი, რაღაც სხვანაირად. ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები და შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს მათ ნებისმიერ ქმედებას", - განაცხადა მან.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, "თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ სოფელ საკორინთლოს მიმდებარედ და საგუშაგო გაააქტიურეს".

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S