Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ვის შეეხება სამშენებლო ამნისტია

იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ვის შეეხება სამშენებლო ამნისტია

20/11/2023 12:41:05 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტია 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა.

ამის შესახებ მან მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და აღარ ექნებათ დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი. ისინი ისარგებლებენ საკუთრების უფლებით. ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს და გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინდივიდუალურ სახლებზე, რომლებიც აშენებული იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე. ის საცხოვრებელი სახლები, რომელიც აშენებული იქნება შემდგომ აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამისად ისინი ვეღარ ჩაეშვებიან ეკონომიკურ ბრუნვაში და რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად მიეწოდება მუნიციპალიტეტს“, - განმარტა მინისტრმა.

მთავრობის ამინისტრაციის ცნობით, პრემიერმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება:

"ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.

ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.

პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S