Accentnews.ge
გაერთიანებული სამეფო: თბილისში ვიზიტისას ბრიტანელი მინისტრი დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ქვეყნის მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად

გაერთიანებული სამეფო: თბილისში ვიზიტისას ბრიტანელი მინისტრი დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ქვეყნის მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად

21/11/2023 08:03:04 პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ლეო დოქერტი ​კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს სტუმრობს. მანამდე იგი სომხეთს ეწვია, ხოლო თბილისის შემდეგ აზერბაიჯანში ჩავა.

მინისტრის საქართველოში ვიზიტის მიზანი

"თბილისში ვიზიტისას დოქერტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მედეგობა რუსული აგრესიის მიმართ, მათ შორის, მადრიდში 2022 წლის ნატო–ს სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერის სპეციალური პაკეტის მეშვეობით", – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფო ბრიტანელი მინისტრის ტურნეს სამ მიზანს ასახელებს:

  • "დოქერტი ​ ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, რათა ხაზგასმით აღნიშნოს გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართ.
  • მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი გადაწყვეტის მისაღწევად.
  • 2023 წელს რეგიონში მისი რიგით მესამე ვიზიტისას დოქერტი განიხილავს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს სომხეთსა და საქართველოში და აზერბაიჯანს გააცნობს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას განახლებადი ენერგიის შესახებ".

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, ბრიტანეთი აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რადგან "რეგიონი, რომელიც რუსეთის მოსაზღვრედ მდებარეობს, რჩება დაუცველი გარე ჩარევის მიმართ".

დოქერტის თქმით, "სამხრეთ კავკასია დგას უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, როგორც შიდა, ისე მისი მეზობლების მხრიდან, რაც რეგიონს დესტაბილიზაციით ემუქრება".

"არასტაბილურ რეგიონში დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S