Accentnews.ge
დოლიძე – ენმ-ის მანიფესტზე: არ ასახავს რეალობას, ხელმოწერას ინდივიდუალურად გადავწყვეტთ

დოლიძე – ენმ-ის მანიფესტზე: არ ასახავს რეალობას, ხელმოწერას ინდივიდუალურად გადავწყვეტთ

23/11/2023 06:23:04 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბაჩო დოლიძის თქმით, პარტიის გამოქვეყნებული მანიფესტის შესახებ ე.წ ნიკა მელიას ფლანგშიც მსჯელობენ, რის შემდეგაც, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვინ მოაწერს ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა.

მან რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ მანიფესტში "ცალკე აღებული პუნქტები შეიძლება, კარგი იყოს, მაგრამ არ ასახავს არსებულ რეალობას".

ის "ტექნიკურ საკითხს" უწოდებს მანიფესტზე ხელის მოწერა-არმოწერას.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, "დოკუმენტი წარმოადგენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს, თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S