Accentnews.ge
ბარამიძე: ვინც სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, თავიანთი გზა ექნებათ

ბარამიძე: ვინც სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, თავიანთი გზა ექნებათ

23/11/2023 08:40:16 პოლიტიკა

არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ ბუნებრივია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მათ თავისი გზა ექნებათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ფიზიკური ხელმოწერა აბსოლუტურად არ არის აუცილებელი. მე არ ვაპირებ, რომ ფიზიკურად ხელი მოვაწერო. ვუერთდები. ასე რომ შეერთება ამ მანიფესტის სულისკვეთებასთან აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას იმ ბრძოლაზე, რომლითაც ჩვენ რუსული მოღალატური რეჟიმი უნდა დავამარცხოთ საქართველოში და დამიდექით გვერდით". ეს არის ის იდეები, რომელიც არის წამოსული „ვარდების რევოლუციის“ იდეებიდან. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს ერთ გუნდში ყოფნას არ იზიარებს, მაშინ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ. თუ ვერთიანდებით ამ იდეების და მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვუერთდებით ამ მანიფესტს, ვინც არ უერთდება თავის გზას თვითონ მონახავს“, - განაცხადა ბარამიძემ.

მანამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ პარტიის გამოქვეყნებული მანიფესტის შესახებ ე.წ ნიკა მელიას ფლანგშიც მსჯელობენ, რის შემდეგაც, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვინ მოაწერს ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა.

მან რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ მანიფესტში "ცალკე აღებული პუნქტები შეიძლება, კარგი იყოს, მაგრამ არ ასახავს არსებულ რეალობას".

ის "ტექნიკურ საკითხს" უწოდებს მანიფესტზე ხელის მოწერა-არმოწერას.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, "დოკუმენტი წარმოადგენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს, თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S