Accentnews.ge
გიგა ბოკერია – მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: რეჟიმი ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით არ დამარცხდება

გიგა ბოკერია – მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: რეჟიმი ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით არ დამარცხდება

23/11/2023 11:07:07 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "რეჟიმი ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით არ დამარცხდება".

"ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში, სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი გასაზრდელი აქვთ. ამის გარეშე პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება. ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

22 ნოემბერს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს!“.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს განაცხადა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S