Accentnews.ge
ბოჭორიშვილი – გინტურის შესახებ რეზოლუციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

ბოჭორიშვილი – გინტურის შესახებ რეზოლუციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

23/11/2023 15:05:13 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თამაზ გინტურის შესახებ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს.

"ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიციებს, რომელიც ევროპარლამენტში არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და იმ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას და რომელიც შემდგომ უკვე ადამიანების ცხოვრებას ართულებს და ასეთი მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე ხანდახან. რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ საქმეს აქცევენ ყურადღებას", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.

ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S