კუბილიუსი: 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის
23/11/2023 16:40:43 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ეს დრო საქართველოსთვის მარტივი არ არის, მაგრამ გამოთქვამს რწმენას, რომ ქართველის ხალხი ქვეყანას და მთავრობას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დააბრუნებს.
ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება "გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო".
მისივე თქმით, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის.
"პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს", - განაცხადა კუბილიუსმა "ვარდების რელოვულიისადმი" მიძღვნილ ღონინისძიებაზე ვიდეომიმართვისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.
დღევანდელ შეკრებაზე პარტიის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გამოცხადდება.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს.


