Accentnews.ge
სააკაშვილი: ოლიგარქატზე ტოტალურ შეტევას ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება

სააკაშვილი: ოლიგარქატზე ტოტალურ შეტევას ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება

23/11/2023 17:43:12 პოლიტიკა

"ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეზე პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხეს.

მისი თქმით, ტოტალური შეტევა უნდა განხორციელდეს ოლიგარქატზე და ამ შეტევას ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება.

მისი აზრით, საკითხი ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება.

"ვარდების რევოლუციამ" მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ "ვარდების რევოლუციით" კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობას და უპერსპექტივობას არას.

დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს. ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს," - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S