სააკაშვილი: "მთლიანად ვეთანხმები "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას"
24/11/2023 09:04:40 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას ეთანხმება".
"მთლიანად ვეთანხმები "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა. რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს."გამარჯვების კოალიციამ" უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს", – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 21 ნოემბერს “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.
22 ნომებერს პარტიამ შესაბამის უწყებებს მოუწოდა, სასწრაფოდ შეისწავლონ საქართველოში მოქმედი 22 582 რუსული კომპანიის საქმიანობა.
22 ნოემბერს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს!“.
24 ნოემბერს "ლელო საქართველოსთვის" გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და ისეთ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმეტესობა რუსია, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება.
22 ნომებერს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას "მოღალატეობრივი" უწოდა.


