Accentnews.ge
კობახიძე ფიქრობს, რომ პარლამენტს "ვიღაც ექსტრემისტისგან" ჯებირი დაიცავს

კობახიძე ფიქრობს, რომ პარლამენტს "ვიღაც ექსტრემისტისგან" ჯებირი დაიცავს

24/11/2023 14:43:47 პოლიტიკა

რა თქმა უნდა, ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა? მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რაღაც რევოლუციური პროცესების შესახებ, - ამის შესახებ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას პარლამენტის შენობასთან ჯებირების შესახებ.

მისივე თქმით, არ იცის ჯებირები დამონტაჟდება თუ არა, თუმცა ის საჭიროა, რათა საკანონმდებლო ორგანოს შენობა მეტად იყოს დაცული.

„რა დამონტაჟდა და რა დამონტაჟდება არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის გეგმები გადაიდო, მაგრამ გადაიდო ერთი წლით. ყველამ იცის, რომ როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე ეცდებიან თავიდან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას",– ამბობს კობახიძე და განაგრძობს: "რა თქმა უნდა, ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგვარდება, ხომ უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა? მითუმეტეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რაღაც რევოლუციური პროცესების შესახებ. რა თქმა უნდა, არავითარი შანსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ წარმატებით მიიყვანოს ბოლომდე რაიმე რევოლუციური გეგმა, მაგრამ პრევენცია ზედმეტი არასოდეს არ არის".

კობახიძე ერთის მხრივ, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს, თანაც "მწარედ" და "მაშინვე დაიწყებენ ამ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს", მეორეს მხრივ, ასევე დარწმუნებულია, რომ "ნულოვანი შანსი აქვთ, ეს რევოლუციური გეგმები სისრულეში მოიყვანონ":

"ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რევოლუციას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება არჩევნების მოგებას - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S