Accentnews.ge
ნიკა მელია: სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც ბიზნესწილები ამძიმებთ

ნიკა მელია: სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც ბიზნესწილები ამძიმებთ

24/11/2023 16:11:26 პოლიტიკა

ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ აკრიტიკებს პარტიის მენეჯმენტს და ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავიანთი ბიზნესწილები ამძიმებთ.

"რაც პარტიაში ხდება, ესაა „კვიპროსის კლუბის“ გადაწყვეტილებები, მერე, როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს.

სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავიანთი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა, არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი, ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი ხალხი, რომელიც ბუნებრივად აღმოჩნდა მეორე მხარეს, გარიყული და პოლიტსაბჭოდან გარიცხული“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

უკვე დიდი ხანია, მელია პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S