Accentnews.ge
პრემიერი: იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა, გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება

პრემიერი: იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა, გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება

27/11/2023 10:50:48 პოლიტიკა

იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება სავარაუდოდ 15 დეკემბერს იქნება.

„იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს, 15 დეკემბერს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S