Accentnews.ge
ხანდაზმულობა რიგ დანაშაულებზე შესაძლოა, აღარ გავრცელდეს

ხანდაზმულობა რიგ დანაშაულებზე შესაძლოა, აღარ გავრცელდეს

27/11/2023 16:52:02 პოლიტიკა

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, რიგ დანაშაულებზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობა შესაძლოა, აღარ გავრცელდეს. მაგალითად, საუბარია დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და რომლის ჩადენას შედეგად მკვლელობა მოჰყვა.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

სისხლის სამართლის კოდექსით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 144/1 − 144/3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ 137-ე, 141-ე, 253-ე, 255/2 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში. ამ ჩამონათვალს ზემოაღნიშნული მუხლებიც დაემატება კანონმდებლების მხარდაჭერის შემთხვევაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S