Accentnews.ge
პრეზიდენტი: არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას

პრეზიდენტი: არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას

27/11/2023 18:45:49 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრაში ემიგრანტების უფლებებსა და პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მათ შორის ყურადღება გაამახვილა არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე და პოლიტიკურ ჩართულობაზე.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა.

”არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტშია, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც.

იქ [საზღვარგარეთ] ვინც ცხოვრობს – ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, მას სჭირდება თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S