Accentnews.ge
მანჯგალაძე: თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში

მანჯგალაძე: თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში

28/11/2023 07:56:38 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ შემხვედრი წინადადება აქვს „ქართული ოცნებისთვის“ – თუ პარტია მათკენ გადადგამს ნაბიჯს და შეთავაზებული ინიციატივების განხილვას დაიწყებს, დაფიქრდება, ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში, ხოლო პროცესში, რომელიც "ემსახურება იმიტაციას", საკუთარ თავს ვერ ხედავს.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ შეუჯერებია პარტიაში და სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, ამიტომ, თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა, მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ 9 პირობას შეასრულებს.

„18-მა თვემ გვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმიტაციას მოახმარა ის 9 სამუშაო ჯგუფი, ერთი ინიციატივაც კი არ არსებობს, სადაც ოპოზიციასთან ან არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით რაიმე კომპრომისი გააკეთა. შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენ ინიცირებული გვაქვს 6 კანონპროექტი რეკომენდაციების შესრულებაზე, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს, განხილვას დაიწყებენ, სიამოვნებით ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში. მანამდე პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში, თუ საქართველოს დასჭირდა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S