Accentnews.ge
დაუშვილი – ემიგრანტებზე: ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული

დაუშვილი – ემიგრანტებზე: ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული

28/11/2023 08:00:56 პოლიტიკა

დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის" მიხეილ დაუშვილი ეხმიანება პრეზიდენტის წინადადებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის თაობაზე და ამბობს, რომ მხარს უჭერს ონლაინ არჩევნებს იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული.

ამასთან, დაუშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ არჩევნების გარდა, ემიგრანტების მონაწილეობის უზრუნველყოფა დამატებით საარჩევნო უბნების გახსნითაც იქნება შესაძლებელი.

„ელექტრონულ ონლაინ არჩევნებს აქვს თავის რისკები. ამ ტიპის არჩევნების ჩატარებას ჩვენც ვუჭერთ მხარს, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობა არის მანდ, რომ ტექნიკური უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე უნდა იქნას დაცული და არ არსებობდეს იმის რისკები, რომ რუსეთს შეეძლოს ჰაკერული თუ სხვა მექანიზმებით ამ არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ჩვენ ამ საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ვაყენებდით და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი მიდგომა, ოღონდ იმ დაშვებით, რომ ეს არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს და ამომრჩევლის ხმები იქნას დაცული. არსებობს სხვა გზებიც, რაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ესაა დამატებით უბნების გახსნა, ათობით ან ასობით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, ქალაქებში, სადაც ჩვენი ემიგრანტების მაღალი კონცენტრაციაა. რა თქმა უნდა, სრულად მხარს ვუჭერთ იმ საკითხს, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გადაწყვიტონ, როგორი ხელისუფლება სურთ ჰყავდეთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S