Accentnews.ge
რომან გოცირიძე – საპარლამენტო უმრავლესობას: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ რომ მოსახლეობამ გაიგოს

რომან გოცირიძე – საპარლამენტო უმრავლესობას: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ რომ მოსახლეობამ გაიგოს

28/11/2023 10:12:56 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ, რომ მოსახლეობამ გაიგოს, – მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მას შემდეგ, რაც ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე ოპოზიციის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის 60 დღით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

გოცირიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივები განსახილველად კომიტეტებსა და სესიაზე გაიტანონ და თუ მხარს არ უჭერენ, „ჩააგდონ“.

„რატომ გეშინიათ განსახილველად ისეთი საკითხების გამოტანის, რაც არის მტკივნეული? ჩვენს მიერ შემოტანილი ცვლილებები, რომელსაც 60 დღით ავადებთ, ითვალისწინებს იმას, რომ სკოლის დირექტორები, მოადგილეები და მასწავლებლები საარჩევნო კომისიებში აღარ იყვნენ - ბედნიერი იქნებიან მასწავლებლები, რომელთაც მოსწავლეთა მშობლების აღრიცხვა არჩევნებში მისასვლელად აღარ მოუწევთ. ათასობით მასწავლებელია კომისიაში და ახლა მათ ატრენინგებთ, რათა საარჩევნოდ კომისიებში შეიყვანოთ. ისევ ამ მახინჯ პრაქტიკას აგრძელებთ. ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასე დაბრიყვებული რატომ გყავთ?!“, - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხების გადავადება კომიტეტის “მძიმე გრაფიკის“ გამო ხდება:

„ჩვენთვის არის პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები განსაზღვრულია ევროინტეგრაციით - შეეგუეთ ამას! თქვენი საკითხი, რა თქმა უნდა, განიხილება - მოვა მაგის დრო და დაელოდეთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S