Accentnews.ge
POLITICO: ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გამოვიდეს და კრემლის კლანჭებში მოექცეს

POLITICO: ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გამოვიდეს და კრემლის კლანჭებში მოექცეს

28/11/2023 10:58:22 პოლიტიკა

POLITICO–მ ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა იუწყება, სია დაყოფილია შემდეგ სამ კატეგორიად: "შემსრულებლები", "დამრღვევები" და "მეოცნებეები". POLITICO აღნიშნავს, რომ თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას.

"დამრღვევების" სიაში, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც გამოცემა "ოლიგარქად" მოიხსენიებს.

რას წერს POLITICO ივანიშვილის შესახებ

"თუ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა და შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) მის მიერ დაარსებული მმართველი პარტიისს - „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებს ხელიდან არ აგდებს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევაა", - წერს გამოცემა.

POLITICO ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მოხსნა აკრძალვა პირდაპირ ფრენებზე და წამოიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროკავშირის დედაქალაქებში მისი ვიზიტების გამო.

"ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრო-მოსკოვურ მოძრაობაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთის სანქციების გვერდის ავლით ექსპორტის საკვანძო კერად. ამავდროულად, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით და ეს - სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს გაწევრიანების მრავალწლიან განაცხადს განიხილავს", - წერს გამოცემა.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და სურს, ქვეყანა დასავლეთის ნაწილად იხილოს.

"მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა 2022 წლის ივნისში ჩამოაყალიბა 12 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ბლოკში შესვლის უფლების მოსაპოვებლად, თბილისს აქვს მკაფიო გზა 2024 წელს, თუ მას სურს წინსვლა ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებებში. საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი", – დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S