ენმ – მუმლაძის მოთხოვნაზე: "ეხლა არ არის პარტიული ყანყალის დრო"
28/11/2023 12:23:16 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრი ალიკა კუპრავა ეხმიანება თანაპარტიელ გიორგი მუმლაძის მოთხოვნას ენმ–ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
კუპრავა, ამბობს, რომ ახლა პარტიის "ყანყალის" დრო არ არის.
"დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გამომდინარე მესმის, რომ არის ცუდ მდგომარეობაში. ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არ არის პარტიული ყანყალის დრო. მე ვრჩები პარტიაში და ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პარტია გაძლიერდეს და სწორება იყოს აღებული 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში. ახლა ყველანაირი პარტიული დაპირისპირება აზიანებს მთავარ მიზანს - საქართველოს გათავისუფლება რუსული ოლიგარქიული რეჟიმისაგან. მე არ მქონია შესაძლებლობა არც ამ ბრიფინგამდე და არც ბრიფინგის შემდეგ მესაუბრა გიორგი მუმლაძესთან, ჩემს უახლოეს მეგობართან, მე ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახლა ვთვლი რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში", - განაცხადა ალიკა კუპრავამ.
ამავე თემაზე: ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
მუმლაძე: ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს.


